ანტონიო გუტერეშის განცხადებით, დებატები შესაძლო ბირთვული კონფლიქტის შესახებ "სრულიად მიუღებელია"

გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, დებატები შესაძლო ბირთვული კონფლიქტის შესახებ "სრულიად მიუღებელია". განცხადება ანტონიო გუტერეშმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ის შეშფოთებულია უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში დაგეგმილი რეფერენდუმებით.
ამასთან, გუტერეშმა დასძინა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარება კვლავ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
გარდა ამისა, გაეროს გენმდვანი რუსეთსა და უკრაინას შორის გაცვლის შედეგად, 300 პატიმრის გათავისუფლებას მიესალმა.

























