მედია - პოლონეთის ხელისუფლებამ რეგიონალურ სახანძრო დეპარტამენტებს იოდის ტაბლეტები  გადასცა, რათა ხალხს რადიოაქტიური გამოსხივების შემთხვევაში დაურიგონ

მედია - პოლონეთის ხელისუფლებამ რეგიონალურ სახანძრო დეპარტამენტებს იოდის ტაბლეტები  გადასცა, რათა ხალხს რადიოაქტიური გამოსხივების შემთხვევაში დაურიგონ

პოლონეთის ხელისუფლებამ რეგიონალურ სახანძრო დეპარტამენტებს იოდის ტაბლეტები გადასცა, რათა აღნიშნული მედიკამენტი ხალხს რადიოაქტიური გამოსხივების შემთხვევაში დაურიგონ , - ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ წერს.

მედიასაშუალების ცნობით, იოდის ტაბლეტების დარიგებას უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ ბრძოლებით გამოწვეულ შეშფოთების უკავშირდება.

„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ბრძოლების შესახებ მედიაში გავრცელებული ცნობების შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ დროზე ადრე განგვეხორციელებინა დამცავი ქმედება იოდის დასარიგებლად “, - განუცხადა პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ Radio Zet-ს.

მანვე დაარწმუნა, ყველა მოქალაქე, რომ ეს არის რუტინული, პრევენციული ქმედებები, რომლებიც „უნდა დაგვიცვას იმ ვითარები შემთხვევაში, რომელიც, იმედია, არ მოხდება“.