იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი - „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უკრაინის მხარდასაჭერად ერთად იმუშავებენ

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი - „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უკრაინის მხარდასაჭერად ერთად იმუშავებენ

“დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე დაადასტურეს, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაღრმავების მიზნით თანამშრომლობას გააგრძელებენ, - ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოშიმასა ჰაიაშიმ განაცხადა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ერთად იმუშავებენ უკრაინის მხარდასაჭერად და სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე რეაგირებისთვის“, - განაცხადა ჰაიაშიმ.

ამასთან, მისი თქმით, მოსკოვის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების ფარგლებში, იაპონია გეგმავს აკრძალოს რუსეთში ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული პროდუქტების ექსპორტი და გააფართოვოს იმ რუსული სამხედრო ორგანიზაციების სია, რომლებშიც ექსპორტი აკრძალულია.