მედია - საპროტესტო აქციებზე რუსეთის 14 ქალაქში უკვე დაკავებულია 97-ზე მეტი ადამიანი

მედია - საპროტესტო აქციებზე რუსეთის 14 ქალაქში უკვე დაკავებულია 97-ზე მეტი ადამიანი

საპროტესტო აქციებზე რუსეთის 14 ქალაქში უკვე დაკავებულია 97-ზე მეტი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი ОВД-Инфо ავრცელებს.

ამ მომენტისთვის, ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციები უკვე მიმდინარეობს რუსეთის ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ქალაქებში.

პორტალის ინფორმაციით, მინიმუმ 24 ადამიანი დაკავებულია ეკატერინბურგში, 17 - კრასნოიარსკში, 15 - პერმში, 11 - უფაში, 7 - ირკუტსკში, 5 - ნოვოსიბირსკში, 4 - ულან-უდეში, 3 - მოსკოვში, 3 - ჟელეზნოგორსკში, 2 - ტომსკში, 2 - იაკუტსკში, 2 - ჩელიაბინსკში, 1 - სურგუტში და 1 - ბელგოროდში