უკრაინაში აშშ-ის ელჩი - ყალბი რეფერენდუმები და მობილიზაცია რუსეთის სისუსტისა და მარცხის ნიშნებია

უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ მობილიზაციის გამოცხადება, ისევე როგორც უკრაინის ტერიტორიაზე ყალბი რეფერენდუმების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის სისუსტისა და მარცხის ნიშნებია.
„ყალბი რეფერენდუმები და მობილიზაცია რუსეთის სისუსტისა და მარცხის ნიშნებია. შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიას უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიაზე და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, - აცხადებს დიპლომატი.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

























