დმიტრო კულება - ფიქტიური „რეფერენდუმები“ არაფერს შეცვლის, ისევე როგორც ჰიბრიდული „მობილიზაცია“ - უკრაინა თავისი ტერიტორიების გათავისუფლებას გააგრძელებს იმის მიუხედავად, თუ რას იტყვის რუსეთი

უკრაინა თავისი ტერიტორიების გათავისუფლებას გააგრძელებს იმისდა მიუხედავად, თუ რას იტყვის რუსეთი, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება Twitter-ზე წერს.
„ფიქტიური „რეფერენდუმები“ არაფერს არ შეცვლის. ისევე როგორც ნებისმიერი ჰიბრიდული „მობილიზაცია“. რუსეთი იყო და რჩება აგრესორი, რომელსაც უკანონოდ აქვს ოკუპირებული უკრაინის მიწის ნაწილები. უკრაინას აქვს სრული უფლება გაათავისუფლოს თავისი ტერიტორიები და გააგრძელებს მათ გათავისუფლებას იმისდა მიუხედავად თუ რას იტყვის რუსეთი”, - წერს კულება.
ინფორმაციისთვის, 23-დან 27 სექტემბრამდე დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე „რეფერენდუმების“ ჩატარება იგეგმება.

























