ოლენა ზელენსკა და დენის შმიგალი ჩარლზ III-ს შეხვდნენ

უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა და პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ს შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ შმიგალი პირად “ტელეგრამ” გვერდზე ავრცელებს.
“პატივი მქონდა შევხვედროდი მის უდიდებულესობა მეფე ჩარლზ III-ს ბუკინგემის სასახლეში. პირველ ლედი ოლენა ზელენსკასთან ერთად პრეზიდენტის, მთავრობისა და უკრაინის ხალხის სახელით მივუსამძიმრეთ დედოფალ ელისაბედ II- გარდაცვალების გამო,” - წერს შმიგალი.
პრემიერ-მინისტრმა და პირველმა ლედიმ მადლობა გადაუხადეს მეფეს პირადად მისგან და დიდი ბრიტანეთისგან უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
“ხაზგასმით აღვნიშნე, რომ მომავალში უკრაინელი ხალხი სიამოვნებით მიიღებს მეფე ჩარლზ III-ს ვიზიტს ჩვენს ქვეყანაში”, - წერს პრემიერ-მინისტრი.

























