ვესტმინსტერის დეკანმა ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე შეკრებილებს, მათ შორის მსოფლიო ლიდერებსა და სამეფო ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა

ვესტმინსტერის დეკანმა ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე შეკრებილებს, მათ შორის მსოფლიო ლიდერებსა და სამეფო ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა

ვესტმინსტერის სააბატოში მიმდინარე დაკრძალვის ცრემონიის დროს დედოფალ ელისაბედ მეორის “მთელი ცხოვრების­ მოვალეობის გრძნობა” გაიხსენეს.

ვესტმინსტერის დეკანმა, რომელიც ხელმძღვანელობდა მსახურებას, მადლობა გადაუხადა დასასწრებად შეკრებილ 2 000 კაცს, მათ შორის მსოფლიო ლიდერებსა და სამეფო ოჯახის წევრებს.

ამჟამად დედოფლის კუბოს უინძორში მიასვენებენ, სადაც მას მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.

მას შემდეგ რაც პროცესია უინძორის ციხესიმაგრეში მივა, საღამოს ოჯახისთვის კერძო წირვამდე უფრო მცირე მასშტაბის ცერემონია გაიმართება.

“აღტაცებით ვიხსენებთ მის ცხოვრების განმავლობაში არსებულ მოვალეობის გრძნობას და ერთგულებას თავისი ხალხისადმი”, - განაცხადა ვესტმინსტერის დეკანმა, დევიდ ჰოილმა.

პირად ნივთებს შორის იყო მეფის ხელნაწერი მესიჯი, რომელიც მისი თხოვნით ბუკინგემის სასახლის, ჰაიგროვ ჰაუსისა და კლარენს ჰაუსის გაღებიდან მოჭრილი ყვავილების გვირგვინში კუბოს თავზე მოათავსეს. მასზე ეწერა: “მოსიყვარულე და ერთგულ მეხსიერებაში. ჩარლზ რ.”