ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი და გერმანიის კანცლერი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების შესახებ შეთანხმდნენ

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სატელეფონო საუბრის დროს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების შესახებ შეთანხმდნენ. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი პირად Twitter გვერდზე წერს.
„ჩვენ მივესალმებით უკრაინის ბოლო სამხედრო წარმატებებს. ისინი აჩვენებენ, რომ საერთაშორისო სამხედრო დახმარება მუშაობს. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ჩვენს მხარდაჭერას, მათ შორის ჰოლანდიურ-გერმანული სამხედრო თანამშრომლობის გზით უკრაინის ომთან დაკავშირებით,” - წერს მარკ რუტე.
მან ასევე დაამატა, რომ საუბარი ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის ზომებსაც შეეხო.

























