გორის მუნიციპალიტეტი -  მინი ფეხბურთში გამართული პირველობის გამარჯვებული ტინისხიდის გუნდი გახდა

გორის მუნიციპალიტეტი -  მინი ფეხბურთში გამართული პირველობის გამარჯვებული ტინისხიდის გუნდი გახდა

გორის მუნიციპალიტეტში, მინი ფეხბურთში გამართული მუნიციპალური პირველობის გამარჯვებული ტინისხიდის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტურნირი, რომელშიც 20 გუნდი იღებდა მონაწილებას, გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ფეხბურთის გუნდებს შორის ოლიმპიური სისტემით ჩატარდა.

„მეორე და მესამე ადგილები ქვახვრელისა და ქალაქ გორის ცენტრალური დასახლების პირველმა უბნის გუნდებმა გადაინაწილეს. პირველი ადგილის მფლობელი გუნდი მერიის თასით და 3000 ლარით დაჯილდოვდა, მეორე ადგილზე გასულმა გუნდმა 2000 ლარი მიიღო, ხოლო მესამე ადგილის პრიზიორს 1000 ლარი გადაეცა.

პირველობა მინი ფეხბურთში ზაფხულის სპორტული თამაშების ფარგლებში ჩატარდა. თამაშები შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.