უკრაინის სახალხო დამცველმა იზიუმში რუსების მიერ განადგურებული საცხოვრებელი კორპუსის ვიდეო გამოაქვეყნა

უკრაინის სახალხო დამცველმა იზიუმში რუსების მიერ განადგურებული საცხოვრებელი კორპუსის ვიდეო გამოაქვეყნა

უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრი ლუბინეცმა ხარკოვის ოლქში, იზიუმში რუსული ჯარების საჰაერო თავდასხმის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი სახლის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც 54 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Ukrinform-ი იუწყება.

„ამ სახლში, რუსული ჯარების საჰაერო თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 54 ადამიანი. თქვენ ხედავთ, რომ სახლი დანგრეულია და სწორედ აქ, სარდაფში იყო ყველა ეს ადამიანი“, - განაცხადა ლუბინეცმა.

მისი თქმით, ამ მრავალსართულიან კორპუსში იპოვეს არა მხოლოდ მისი მცხოვრებლების, არამედ მეზობელი სახლების მცხოვრებთა ცხედრები - ისინი რუსული დაბომბვისგან დამალვას ცდილობდნენ.