კომპანია Maxar Technologies-მა გამოაქვეყნა თანამგზავრული სურათები, რომლებზეც დედოფალ ელიზაბეტ მეორესთან გამომშვიდობების მსურველთა რიგია ასახული

კომპანია Maxar Technologies-მა გამოაქვეყნა თანამგზავრული სურათები, რომლებზეც დედოფალ ელიზაბეტ მეორესთან გამომშვიდობების მსურველთა რიგია ასახული

კომპანია Maxar Technologies-მა გამოაქვეყნა თანამგზავრული სურათები, რომლებზეც დედოფალ ელიზაბეტ მეორესთან გამომშვიდობების მსურველთა რიგია ასახული. დედოფალთან დასამშვიდობებლად ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა და მათი რიგი იმდენად დიდია, რომ მისი დანახვა კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოებზეც შესაძლებელია.

როგორც კომპანიის „ტვიტერის“ გვერდზეა აღნიშნული, კადრები 16 სექტემბერს ადგილობრივი დროით 12:01-ზეა გადაღებული. დიდი ბრიტანეთის დედოფლის ცხედარი ვესტმინსტერის სასახლეშია დასვენებული და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მასთან დამშვიდობება.

ელიზაბეტ II-ის დაკრძალვა ორშაბათს, 19 სექტემბერს გაიმართება. მას წინ უსწრებს დედოფლის გარდაცვალების შემდეგ გამოცხადებული 10-დღიანი გლოვა.