რადას ადამიანის უფლებათა კომისარი - იზიუმში რუსმა სამხედროებმა შენობების 70 %-ზე მეტი გაანადგურეს, თუმცა უკრაინულ დროშასთან ერთად იქ ცხოვრებაც ბრუნდება

რადას ადამიანის უფლებათა კომისარი - იზიუმში რუსმა სამხედროებმა შენობების 70 %-ზე მეტი გაანადგურეს, თუმცა უკრაინულ დროშასთან ერთად იქ ცხოვრებაც ბრუნდება

იზიუმში რუსმა სამხედროებმა შენობების 70%-ზე მეტი გაანადგურეს, თუმცა უკრაინულ დროშასთან ერთად იქ ცხოვრებაც ბრუნდება, - ამის შესახებ უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრი ლუბინეცი Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

მან ასევე აღნიშნა, რომ იზიუმში მუშაობენ არა მხოლოდ სახელმწიფო ორგანოები, მათ შორის გამნაღმველები, არამედ უკრაინელი და უცხოელი ჟურნალისტებიც, რათა „მთელმა მსოფლიომ დაინახოს ის დანაშაულები, რომლის ჩადენასაც რუსეთის ფედერაცია აგრძელებს“.

„ვინმეს თუ ეგონა, რომ ბუჩაზე გაჩერდნენ, რადგან საკუთარი სისასტიკით შეშინდნენ, - ასე არ არის. რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა აჯილდოებს ომის დამნაშავეებს, მაგალითად მოჰყავს ისინი და ამით ავრცელებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მასობრივი დანაშაულების პრაქტიკას“, - აღნიშნა ლუბინეცმა.