ხარკოვის პოლიციის ინფორმაციით, რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლების შემდეგ, იზიუმში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს, რომელშიც დაახლოებით 440 ცხედარია

რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლების შემდეგ, უკრაინის ქალაქ იზიუმში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს, რომელშიც დაახლოებით 440 ცხედარია.
ხარკოვის რეგიონის პოლიციის მთავარი გამომძიებლის სერჰი ბოლვინოვის თქმით, ყველა ცხედრის ექსჰუმაცია მოხდება და მათ სასამართლო ექსპერტიზა ჩაუტარდებათ რუსეთის ომის დანაშაულებზე მტკიცებულებების შეგროვების მიზნით.
„ჩვენ ვიცით, რომ ზოგი მათგანი დახვრიტეს, ზოგი საარტილერიო ცეცხლის შედეგად დაიღუპა, ზოგიც საჰაერო იერიშებს ემსხვერპლა. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ ბევრი ცხედრის იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა, ამიტომ გარდაცვალების მიზეზები გამოძიების ფარგლებში დადგინდება“,- აღნიშნა მან.

























