უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა ერთ დღეში 200 რუსი სამხედრო, 13 ტანკი და 4 საბრძოლო თვითმფრინავი გაანადგურეს

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა ერთ დღეში 200 რუსი სამხედრო, 13 ტანკი და 4 საბრძოლო თვითმფრინავი გაანადგურეს

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 53 850 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათგან 200 ბოლო დღე-ღამეში, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკრაინელებმა ბოლო ერთ დღეში ასევე გაანადგურეს რუსების კუთვნილი 13 ტანკი, 17 ჯავშანმანქანა, 4 თვითმფრინავი და სხვა სახის ტექნიკა.

უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები კი მოიცავს: 2193 ტანკს, 4682 ჯავშანტექნიკას, 1295 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 311 ერთეულ მრავალჯერად სარაკეტო სისტემას, 167 ერთეულ საჰაერო თავდაცვის სისტემას, 250 საბრძოლო თვითმფრინავს, 215 ვერტმფრენს, 908 ოპერატიულ-ტაქტიკურ უპილოტო საფრენ აპარატს, 15 გემს/ნავს, 3522 სხვადასხვა ავტომობილსა და ტანკერს, 120 ერთეულ სპეცტექნიკას და 233 ფრთოსან რაკეტას.