ოლექსი რეზნიკოვი - ვერცერთი ბუნკერი ვერ დაიცავს რუს ომის დამნაშავეებს დასჯისგან

დასავლეთის ვერცერთი „ღრმა შეშფოთება“ ვერ შეაჩერებს უკრაინელებს გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე, ვერცერთი ბუნკერი ვერ დაიცავს რუს ომის დამნაშავეებს დასჯისგან, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი „ტვიტერზე“ წერს.
მინისტრი აქვეყნებს ორ ფოტოს. ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს, რომ პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელ სამხედროებთან ერთად იმყოფება, მეორეზე კი - რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი რუს სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად გრძელ მაგიდასთან ზის.
„პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის ზონაში იმყოფება. ასე გამოიყურება გამბედაობა და თავდადება“, - წერს თავდაცვის მინისტრი.

























