წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

წალენჯიხის სოფელ ნაგურუში ავტოსაგზაო შემთხვევას 55 წლამდე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მან სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხრამში გადავარდა.
შემთხვევის შედეგად, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
























