სომხეთში საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სომხეთში საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სომხეთის დედაქალაქ ერევანში, ბაღრამიანის გამზირი გადაკეტეს.

მოქალაქეები ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს - ეროვნული ასამბლეის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.

ისინი პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.

მოქალაქეები „ნიკოლ მოღალატეს“ სკანდირებენ.