ფოთის მერიამ პროექტი ,,საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა“ განახორციელა

ფოთის მერიამ პროექტი ,,საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა“ განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფოთის მუნიციპალიტეტმა ახალი პროექტი ,,საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა“ წელს პირველად ჩაატარა. პროექტში ქალაქის საჯარო სკოლების 30 მოსწავლე (11- დან 17 -წლამდე) ჩაერთო.
„ახალგაზრდები ორი კვირის განმავლობაში ესწრებოდნენ ლექციებს კინოს ისტორიაზე, კინო-საოპერატორო ხელოვნებაზე, რეჟისურაზე, სცენარის წერასა და განვითარებაზე, მოკლემეტრაჟიანი (5-10 წუთიანი), სამოყვარულო ფილმის გადაღებაზე.
საყმაწვილო საზაფხულო კინოსკოლის ფარგლებში გადაღებული იქნა 3 დოკუმენტური ფილმი, რომელიც საერთაშორისო კონკურსებში მიიღებს მონაწილეობას. ოქტომბრის თვეში, თბილისში ჩატარდება საერთაშორისო ფესტივალი, სადაც სხვა ფილმებთან ერთად კინოსკოლის მოსწავლეთა შემოქმედებითი ჯგუფის მიერ გადაღებული ფილმების ჩვენება გაიმართება.
პროექტში მონაწილე მოსწავლეები ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავამ სიგელებით დააჯილდოვეს.
ახალგაზრდებს თეორიული და პრაქტიკული მუშაობა ჩაუტარეს კვალიფიციურმა და გამოცდილმა პედაგოგებმა:
გიორგი ფხაკაძე - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი 2011 წლიდან დღემდე;
ზვიად დოლიძე- საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი (პროფესორი) 1992 წლიდან დღემდე;
გიორგი ხარებავა-საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი 2003 წლიდან დღემდე;
ქეთევან ჯანელიძე-საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი -1997 -2012 წწ;
ზურაბ ორთავიძე- საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი 1998 წლიდან დღემდე;
გიგა ჯაფარიძე-საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი 2010 წლიდან დღემდე.
პროექტის მიზანი კინოხელოვნების პოპულარიზაციის გზით, მოზარდების ანალიტიკური აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებაა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
























