გუბერნატორი - რუსებმა მიკოლაივი დაბომბეს, დაიღუპა ორი და დაშავდა სამი ადამიანი

რუსულმა ძალებმა ღამით მიკოლაივი დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას მიკოლაივის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი ავრცელებს.
მისი თქმით, დაშავებულია კიდევ სამი ადამიანი.
„წუხელ მიკოლაივი კვლავ ძლიერად დაბომბეს. რაკეტები ხუთ და ცხრასართულიანი შენობების გვერდით ჩამოცვივდა. დაიღუპა ორი და დაშავდა სამი ადამიანი, კიდევ ერთ ადამიანს კი ეძებენ“, - განაცხადა კიმმა.
მისი თქმით, დაბომბვის შედეგად სკოლის შენობა განადგურდა.

























