ავსტრია უკრაინაში სამედიცინო დაწესებულებების ასაშენებლად 600 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს

ავსტრიული კომპანიები უკრაინაში სამი სამედიცინო დაწესებულების მშენებლობისა და აღჭურვისთვის 600 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებენ, - ინფორმაციას მედია საშუალებები ავსტრიის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ცნობით, პროექტებს ავსტრიული და გერმანული ბანკები დააფინანსებენ.
"ომის გამო გაიზარდა სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობის აუცილებლობა. ავსტრიული კომპანიები პირველ ეტაპზე სამ კონკრეტულ პროექტს განახორციელებენ : კიევის ბავშვთა ეროვნული საავადმყოფო "ოჰმატდეტის" მშენებლობა და აღჭურვა, კიევში თანამედროვე საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა და აღჭურვა და უკრაინის ეროვნული სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას ლვოვში. პროექტის ღირებულება 600 მილიონ ევროზე მეტია ყველაფერს ავსტრიული და გერმანული ბანკები დააფინანსებენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების განმარტებით, აღნიშნული პროექტების განხორციელება შესაძლებელი გახდა უკრაინისა და ავსტრიის მთავრობების მიერ პროექტების განვითარებაში ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმების გაფორმების შემდეგ.

























