ანა მალიარის განცხადებით, 6 სექტემბრის შემდეგ ხარკოვის რეგიონში რუსი დამპყრობლებისგან 300-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს

ანა მალიარის განცხადებით, 6 სექტემბრის შემდეგ ხარკოვის რეგიონში რუსი დამპყრობლებისგან 300-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს

6 სექტემბრის შემდეგ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონში რუსი დამპყრობლებისგან 300-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებული 3 800 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიბრუნეს.

ამასთან მალიარმა დასძინა, რომ 150 000-ზე მეტი უკრაინელი „რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლდა, რომლის დროსაც ისინი, ფაქტობრივად, მძევლები იყვნენ“.