მედია - შარლ მიშელი მზადაა, სამხრეთ კავკასიაში შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ძალისხმევა გამოიჩინოს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან სატელეფონო საუბარი გამართა, - ინფორმაციას სომხური მედია პრემიერის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა შარლ მიშელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა „სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ აზერბაიჯანული აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარების შესახებ“.
„შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს და მზადყოფნა გამოთქვა, რომ ძალისხმევა გამოიჩინოს შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“, - აცხადებენ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში.

























