ოლექსი რეზნიკოვი განმარტავს, რატომ მიდის კონტრშეტევა ხერსონის მიმართულებით უფრო ნელა, ვიდრე ხარკოვის

ოლექსი რეზნიკოვი განმარტავს, რატომ მიდის კონტრშეტევა ხერსონის მიმართულებით უფრო ნელა, ვიდრე ხარკოვის

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინის დამცველების კონტრშეტევა ხერსონის მიმართულებით უფრო ნელა მიდის, ვიდრე ხარკოვის მიმართულებით.

როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, ხერსონის მიმართულება სასოფლო-სამეურნეო რეგიონია სარწყავი არხებით, რომლებიც ოკუპანტებს შეუძლიათ გამოიყენონ თავდაცვით სანგრებად.

ამის შესახებ რეზნიკოვმა Financial Times-თან ისაუბრა.

მინისტრმა რეგიონის გეოგრაფიულ მახასიათებლებზე გაამახვილა ყურადღება, რაც სწრაფი შეტევის შესაძლებლობას არ იძლევა.

ამასთან, როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან თითქმის 6 000 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლა.

„თითქმის 6 ათასი კვადრატული კილომეტრი“,- წერს მალიარი.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა სხვადასხვა მიმართულებაზე გრძელდება.