უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, დაახლოებით 160 000 კვადრატული კილომეტრი განაღმვას საჭიროებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, დაახლოებით 160 000 კვადრატული კილომეტრი განაღმვას საჭიროებს

უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 160 000 კვადრატული კილომეტრი განაღმვას საჭიროებს.

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვიაჩესლავ შაპოვალოვმა ტექნოგენური და გარემოსდაცვითი უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„12 სექტემბრის მდგომარეობით, სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან დღემდე, 253 000-ზე მეტი ფეთქებადი ობიექტია გაუვნებელყოფილი, გასუფთავებულია 1761 კმ სარკინიგზო ხაზი და 2920 კმ გზა, 70 000 ჰექტარი ტერიტორია კი შემოწმებულია “, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შაპოვალოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია იყენებს როგორც მოძველებულ საბრძოლო მასალას, ასევე განადგურების ახალ მეთოდებს. დეოკუპირებულ ტერიტორიებზე აღმოჩენილია მნიშვნელოვანი ოდენობით თვითნაკეთი საბრძოლო მასალა და ნაღმი მახეები.