ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე თავდასხმა მეორედ განახორციელეს

ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე თავდასხმა მეორედ განახორციელეს

რუსმა ოკუპანტებმა ერთი დღის განმავლობაში ხარკოვზე თავდასხმა მეორედ განახორციელეს. ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

„ოკუპანტები კვლავ ახორციელებენ თავდასხმებს ხარკოვზე. დარჩით თავშესაფარში“,- განაცხადა სინეგუბოვმა.

12 სექტემბერს დამპყრობლები თავს დაესხნენ ხარკოვს. დაიღუპა ერთი, დაშავდა 6 ადამიანი.

გარდა ამისა, ქალაქში მეტრო დროებით შეჩერდა. ასევე ხარკოვში, დაბომბვის გამო, მუშაობა შეაჩერა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებმა, რის შედეგადაც ელექტროენერგიის მიწოდება და წყალმომარაგება შეწყდა.