უკრაინის გენშტაბი - ბოლო დღეებში ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა რუსი დამპყრობლებისგან უკრაინის ტერიტორიის ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი დამპყრობლებისგან უკრაინის ტერიტორიის ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
"ზოგიერთი მიმართულებით თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა მტრის თავდაცვაში 50 კმ სიღრმეზე შეაღწიეს. ხარკოვის ოლქში რუსების მიერ ოკუპირებული 30-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს ან კონტროლი დაამყარეს", - აცხადებენ გენშტაბში.
ამასთან, უწყებაში ახადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში უკრაინის სახმელეთო ჯარების სარაკეტო ძალებმა და არტილერიამ გაანადგურა სხვადასხვა დონის 18 სამეთაურო პუნქტი და საბრძოლო მასალისა და საწვავ-საპოხი მასალების 20-ზე მეტი საწყობი.
„ასევე, დარტყმები მიაყენეს მტრის ცოცხალი ძალის, საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო დანაყოფების კონცენტრაციის ტერიტორიებს“, - აცხადებენ გენშტაბში.

























