ენტონი ბლინკენის შეფასებით,  უკრაინაში ომი სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება

ენტონი ბლინკენის შეფასებით,  უკრაინაში ომი სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი "სავარაუდოდ გარკვეული, მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება". აღნიშნული კომენტარი აშშ-ის პირველმა დიპლომატმა ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ბლინკენის თქმით, ისინი ხედავენ, რომ რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დასაბრუნებლად კონტრშეტევაში უკრაინას რეალური, აშკარა პროგრესი აქვს. მან ასევე აღნიშნა, რომ არ სურს წინასწარ განსაჯოს რამდენად შორს წავა კონტრშეტევა, მაგრამ საწყისი ნიშნები დადებითია.

“უკრაინაში ბევრმა რუსმა სამხედრომ არ იცის, რატომ არის იქ. ზოგიერთმა არც კი იცოდა სად აგზავნიდნენ. ჩვენ ვხედავთ ცნობებს, რომ მათი მორალური მდგომარეობა დაბალია და როცა არ იცი, რისთვის იბრძვი, ეს არის რაღაც, რაც არ არის მედგარი“, - დასძინა ბლინკენმა.

მისივე თქმით, უკრაინელები საკუთარი სამშობლოსთვის იბრძვიან. სახელმწიფო მდივანს სჯერა, რომ რუსეთის მოქალაქეები საბოლოოდ დაინახავენ იმ დანაკარგს, რაც ომს მათთვის მოაქვს.

„რუსებმა უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს, რატომ კარგავენ ისინი ამდენ სიცოცხლეს და რატომ ცდილობენ დაიპყრონ სხვა ქვეყანა, რომელიც მათი არ არის“, - დასძინა ბლინკენმა.