გორის მერია - მუნიციპალიტეტში მცხოვრები ტოტალურად უსინათლო და მცირემხედველი მოქალაქეები საზღვაო კურორტზე ისვენებენ

გორის მერია - მუნიციპალიტეტში მცხოვრები ტოტალურად უსინათლო და მცირემხედველი მოქალაქეები საზღვაო კურორტზე ისვენებენ

გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით მუნიციპალიტეტში მცხოვრები ტოტალურად უსინათლო და მცირემხედველი მოქალაქეები საზღვაო კურორტზე ისვენებენ.

გორის მერიის ინფორმაციით, პროექტის 16 ბენეფიციარი კურორტზე ჯამში 8 დღეს გაატარებს.

უწყების ცნობით, პროექტი საქართველოს უსინათლოთა კავშირთან თანამშრომლობით ხორციელდება და მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.

მიმდინარე წელს, პროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის მერია ჯამში 15 ინიციატივას აფინანსებს. ისინი ითვალისწინებს სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისთვის შინმოვლის სერვისით, სამედიცინო-სარეაბილიტაციო კურსებით, დღის ცენტრების მომსახურებით, თავშესაფრითა და საკვებით უზრუნველყოფას.