გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელებმა რუსული ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის ორი თვითმფრინავი, ორი ვერტმფრენი და ხუთი დრონი გაანადგურეს

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელებმა რუსული ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის ორი თვითმფრინავი, ორი ვერტმფრენი და ხუთი დრონი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსების სუ-25 ტიპის ორი თვითმფრინავი, კა-52 და მი-24 ტიპის ვერტმფრენები და ხუთი დრონი გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

„დღის განმავლობაში, სახმელეთო ჯგუფების მოქმედებების მხარდასაჭერად, თავდაცვის ძალების ავიაციამ 30-ზე მეტი დარტყმა მიაყენა მტრის ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის ადგილებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, უკრაინის სახმელეთო ჯგუფების სარაკეტო ჯარები და არტილერია აგრძელებენ კონტრშეტევის ფარგლებში საბრძოლო ამოცანების შესრულებას, მოწინააღმდეგის მართვისა და კონტროლის და ლოგისტიკური უზრუნველყოფის სისტემების მოშლას, მტრის პერსონალის და სამხედრო ტექნიკის განადგურებას. მათ მიმდინარე დღის განმავლობაში, სამეთაურო პუნქტს, საწვავის და საპოხი მასალების საწყობს, მტრის ცოცხალ ძალას, იარაღსა და სამხედრო ტექნიკას დაარტყეს იმ ადგილებში, სადაც ოკუპანტები არიან კონცენტრირებული.