დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრსა და დმიტრო კულებას შორის სატელეფონო საუბარი შედგა

დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიმს კლევერლსა და მის უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
„ჩვენ ერთსა და იმავე აზრზე ვართ მთავარ მიზანთან დაკავშირებით: უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ერთად, რათა დავარწმუნოთ სხვები მთელ მსოფლიოში, მხარი დაუჭირონ მას [უკრაინის გამარჯვებას], განსაკუთრებით მათ, ვისაც ჯერ კიდევ ეჭვები აქვს“, - დაწერა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე უკრაინის პირველმა დიპლომატმა.

























