ვოლოდიმირ ზელენსკი - სასტიკი დაპირისპირება ფრონტის თითქმის მთელ ხაზზე გრძელდება, ეს არის საბრძოლო მოქმედებების 1 300 კილომეტრი

სასტიკი დაპირისპირება ფრონტის თითქმის მთელ ხაზზე გრძელდება, ეს არის საბრძოლო მოქმედებების 1 300 კილომეტრი და უბრალოდ უსამართლოა, როდესაც ბევრს საუბრობენ ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე, ზოგი კი - თითქოს დავიწყებულია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელი მეომრები მრავალი მიმართულებით აკეთებენ აბსოლუტურად დიდ საქმეს და ისინი აბსოლუტური გმირები არიან.
“დონბასში, ხარკოვის ოლქში, ზაპოროჟიეს ოლქში, სამხრეთით, ქვეყნის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთის სასაზღვრო რაიონებში მთელი სახელმწიფოს დაცვას სჭირდება თანაბრად გულწრფელი და სერიოზული ყურადღება”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მხოლოდ გასული დღის პირველ ნახევარში ექვსი რუსული Х-101 რაკეტიდან ხუთი ჩამოაგდეს.
„ეს არის ძვირადღირებული დანაკარგი რუსეთისთვის - და ეს არის მრავალი უკრაინელის სიცოცხლის ხსნა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან დააზუსტა, რომ აღნიშნული რაკეტებიდან ოთხი სამხრეთის საჰაერო სარდლობის სამხედროებმა ჩამოაგდეს. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მათ და ასევე 79-ე საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ბრიგადის სამხედროებს, რომლებიც გმირულად აკავებენ მტერს დონეცკის მიმართულებით.

























