უკრაინაში დაღუპული გელა გოგია სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული გელა გოგია სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული 54 წლის გელა გოგია სამხედრო პატივით საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე მისი სამოქალაქო პანაშვიდი საკუთარ სახლში მიმდინარეობდა.

გელა გოგიას ცხედარი საქართველოში 3 სექტემბერს ჩამოასვენეს. ქართველი მებრძოლი 26 აგვისტოს უკრაინაში, კრამატორსკის მიმდებარედ მძიმედ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 19 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.