ოკუპანტების მიერ ხარკოვის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

ოკუპანტების მიერ ხარკოვის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

საოკუპაციო ძალებმა წუხელ ხარკოვის ინდუსტრიული რაიონი რაკეტებით დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ქალი დაიღუპა.

„რაკეტა კერძო საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ნანგრევების გაწმენდის დროს ქალის ცხედარი იპოვეს“, - წერს მერი.

მეორე შემთხვევაში რაკეტა კერძო სახლთან ახლოს ჩამოვარდა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.