ოკუპანტებმა ენერგოდარში ჰუმანიტარული ტვირთი არ შეუშვეს

ოკუპანტებმა ენერგოდარში ჰუმანიტარული ტვირთი არ შეუშვეს. ამის შესახებ ენერგოდარის მერმა დიმიტრი ორლოვმა განაცხადა.
„ოკუპანტებმა ენერგოდარში ჩვენს მიერ ორგანიზებული ჰუმანიტარული ტვირთი არ შეუშვეს. ის ქალაქში გუშინ უნდა შემოსულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. დღევანდელმა განმეორებითმა მცდელობამ ხალხისთვის საჭირო ნივთების მისაწოდებლად უშედეგოდ ჩაიარა. რუსებმა უბრალოდ უკან გააბრუნეს სატვირთო მანქანები ჰუმანიტარული ტვირთით“, - განაცხადა ორლოვმა.
მისი თქმით, მთავარი არგუმენტი, რომელიც დამპყრობელთა საგუშაგოზე გაისმა იყო ის, რომ „ენერგოდარს არაფერი სჭირდება და ადგილობრივ მოსახლეობას ყველაფერი აქვს".
მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემდეგი ჰუმანიტარული ტვირთი მოიცავდა ადამიანებისთვის საჭირო ნივთებს: ჰიგიენური საშუალებები მრავალშვილიანი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, საკვებს სოციალურად დაუცველი კატეგორიის ოჯახებისთვის, ასევე იყო დიდი რაოდენობით მიზნობრივი ამანათები კონკრეტული მედიკამენტებით, რომელთა რეგულარული მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გარკვეული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.
"მაგრამ ოკუპანტებს ჰგონიათ, რომ მათ უკეთ იციან რა სჭირდება ან რა არ სჭირდება ენერგოდარს. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ქალაქი მთელი ცივილიზებული სამყაროსგან გადაკეტონ", - აღნიშნა ორლოვმა.

























