უკრაინის პრემიერ-მინისტრი გერმანიას ეწვევა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი გერმანიას ეწვევა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი გერმანიას ეწვევა. სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, შმიგალის ვიზიტი ოფიციალურ კიევსა და ბერლინს შორის დაძაბულობის შემსუბუქების ნიშანია.

შმიგალმა გერმანულ მედიას ვიზიტამდე განუცხადა, რომ უკრაინის იარაღით მხარდაჭერაში გერმანიამ უზარმაზარ პროგრესს მიაღწია, თუმცა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ კიევს ბერლინისგან მეტი სჭირდება, მათ შორის თანამედროვე საბრძოლო ტანკები, როგორიცაა „Leopard 2“.

შოლცი შმიგალს ხვალ გერმანიაში სამხედრო პატივით დახვდება. უკრაინის პრემიერი მოლაპარაკებებს გამართავს გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთანაც.