უკრაინის თავდაცვის სამინისტრო - არავის ეშინია რუსების და მათი გაფანტული არმიის - არა რუსო-ფობია, არამედ „რუსო - წადი სახლში“

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო - არავის ეშინია რუსების და მათი გაფანტული არმიის - არა რუსო-ფობია, არამედ „რუსო - წადი სახლში“

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათი ქვეყანა რუსოფობი არაა, არამედ სურს, რუსები თავიანთ სახლში წავიდნენ. „კრემლის „ბოტები“ აგრძელებენ წუწუნს "რუსოფობიაზე". მოდით, შევახსენოთ მათ წიგნი, რომელსაც უგულებელყოფენ - ლექსიკონი.

ფობია არსებითად ნიშნავს რაღაცის შიშს, მაგრამ არავის ეშინია რუსების და მათი გაფანტული არმიის. მოდით, გავასწოროთ ჩვენი ლექსიკონი: არა რუსო-ფობია (russo-phobia), არამედ რუსო წადი სახლში (russo-go-homia)“, - აღნიშნულია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.