BTU-ს სამაგისტრო პროგრამებში ინტეგრირებული საერთაშორისო პროგრამები და სერტიფიკატები მაგისტრანტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს

BTU-ს მიერ მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან სასწავლო დაწესებულებასთან მიღწეული შეთანხმება მაგისტრანტებს შესაძლებლობას აძლევს, დაეუფლონ უმაღლესი სტანდარტის ცოდნას კურიკულუმით გათვალისწინებულ საგნებში უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში. კურსებისა და პროგრამების გავლის შემდეგ ისინი საერთაშორისო სერტიფიკატებს მიიღებენ. ეს გარემოება მნიშვნელოვნად ამაღლებს სტუდენტის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე.
საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსების გავლა და შესაბამისი გამოცდების ჩაბარება დიდ დროს და ფინანსურ რესურსს მოითხოვს. BTU-მ კი თითოეული მაგისტრანტისთვის ეს პროცესი გაამარტივა და ხელმისაწვდომი გახადა.
უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებულ სხვადასხვა სასერტიფიკატო მოდულს შორისაა:
- CIMA სტანდარტი ფინანსების სტრატეგიულ მართვასა და მენეჯერულ აღრიცხვაში;
- HRCI სტანდარტი ადამიანური რესურსების მართვაში;
- SAP სტანდარტი ERP სისტემების მართვაში;
- Agile • Scrum • Lean საერთაშორისო სერტიფიცირების სტანდარტები მენეჯმენტში და პროექტების მართვაში;
- HP Life სტანდარტი მეწარმეობაში;
- ACCA სტანდარტი ფინანსებში;
- ABPM სტანდარტი ოპერაციების მართვაში;
- IELTS სტანდარტი ინგლისურ ენაში;
- AWS academy სერტიფიკატის აღების შესაძლებლობა.
ზოგადად, საერთაშორისო სერტიფიცირება კარიერული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. აღნიშნული სტუდენტს საშუალებას აძლევს შეიძინოს ახალი ცოდნა და უნარები, შედეგად კი პოტენციური დამსაქმებელი საკუთარ შესაძლებლობებში დაარწმუნოს იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მას დიდი სამუშაო გამოცდილება. ამ დროს დამსაქმებელმა იცის, რომ კანდიდატის ცოდნა შეესაბამება მსოფლიოში აღიარებულ სტანდარტს, არის ახალი და მოთხოვნადი ინდუსტრიისთვის.
(R)

























