გერმანიის მთავრობა მეორე მსოფლიო ომის რეპარაციების შესახებ პოლონეთის ხელისუფლების მოწოდებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი დახურულია

გერმანიის მთავრობა მეორე მსოფლიო ომის რეპარაციების შესახებ პოლონეთის ხელისუფლების მოწოდებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი დახურულია.
როგორც მედია წერს, მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიისგან მიყენებული ფინანსური ზარალი ოფიციალურმა ვარშავამ 1,3 ტრილიონ ევროდ შეაფასა.
„გერმანიის მთავრობის პოზიცია უცვლელია, რეპარაციების საკითხი დახურულია”, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
გერმანიის საგარეო უწყება პოლონეთის 1953 წლის გადაწყვეტილებაზე მიუთითებს, რა დროსაც ვარშავამ უარი თქვა აღმოსავლეთ გერმანიის მიმართ რეპარაციების მოთხოვნებზე, რომელსაც ოფიციალურმა ბერლინმა „ევროპის დღევანდელი წესრიგისთვის მნიშვნელოვანი საფუძველი" უწოდა.

























