ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო თავის წარმომადგენლებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტოვებს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო თავის წარმომადგენლებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტოვებს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია დატოვებს თავის წარმომადგენლებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ განაცხადა.

მისი თქმით, ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობის რამდენიმე საათში, მისიამ მოახერხა „ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაციის" შეგროვება.

გროსიმ ასევე განაცხადა, რომ მან ნახა ის საკვანძო ობიექტები, რისი ნახვაც სურდა.

გროსის თქმით, მისია ენერგოდარში ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 3 სექტემბრამდე დარჩება, შემდეგ კი „განიხილავს სადგურის ტერიტორიაზე მუდმივი სადამკვირვებლო მისიის ყოფნის საკითხს“.

შეგახსენებთ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დღეს ჩავიდნენ.