ანალენა ბერბოკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ მოიხსნება მაშინაც კი, თუ ზამთარში საპროტესტო აქციები გაიმართება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი არ გამორიცხავს, რომ ელექტროენერგიაზე გაზრდილი ფასებით უკმაყოფილო მოქალაქეებმა საპროტესტო აქციები გამართონ, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ გერმანია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ გააუქმებს.
"ზამთრის პერიოდი მოდის და ჩვენ, როგორც დემოკრატიულ პოლიტიკოსებს გამოწვევა გველოდება. ხალხი გამოვა ქუჩაში და იტყვის: ელექტროენერგიის საფასურის გადახდა არ შეგვიძლიაო. მე კი ვიტყვი: დიახ, ვიცი და დაგეხმარებით სოციალური ზომების მიღებით, მაგრამ არ მინდა ვთქვა: კარგი, მაშინ ჩვენ შევწყვეტთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და ეს ნიშნავს, რომ სანქციები ზამთარშიც დარჩება, თუნდაც ეს რთული იყოს პოლიტიკოსებისთვის“, - აღნიშნა ბერბოკმა.
მისი თქმით, ყველას სურს, ომი მალე დასრულდეს და სანქციები მოიხსნას, მაგრამ თუკი ომი გაგრძელდება, სანქციები ძალაში უნდა დარჩეს.
"ჩვენ ყველას გვსურს, რომ ომი ხვალ დასრულდეს და სანქციები მოიხსნას, მაგრამ თუ ეს არ მოხდა, ისინი ძალაში უნდა დარჩეს“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

























