ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ხვალ ეწვევიან

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ხვალ ეწვევიან

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხვალ დილით მივლენ, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მისია კიევში გუშინ ჩავიდა, კიევიდან ელექტროსადგურისაკენ კი დღეს გაემგზავრა.

„როგორც იცით, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა გვაქვს შესასრულებელი: უნდა შევაფასოთ იქ არსებული რეალური სიტუაცია, რათა ხელი შევუწყოთ მდგომარეობის დასტაბილურებას. ეს ოპერაციები ძალიან რთულია, ჩვენ მივდივართ საომარ ზონაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, - აღნიშნა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა რაფაელ გროსმა.