უკრაინული ძალების მიერ ლიკვიდირებული რუსეთის ჯარისკაცების რაოდენობა 47 900-მდე გაიზარდა

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 47 900 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 350 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.
მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს.
„მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს 1974 ტანკს, 4312 ჯავშანმანქანას, 1091 საარტილერიო სისტემას, 285 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 152 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 234 თვითმფრინავს, 204 ვერტმფრენს, 3236 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 849 უპილოტო საფრენ აპარატს, 103 ერთეულ სპეცტექნიკას, 196 ფრთოსან რაკეტას“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























