რუსების მიერ მიკოლაივის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაივი დაბომბეს, ქალაქში აფეთქებების ხმა გაისმა და განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე, ალექსანდრ სენკევიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
"სამწუხაროდ, დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. ჯერჯერობით ცნობილია ერთი დაღუპულისა და ერთი დაშავებულის შესახებ. ყველას ვთხოვ, მაქსიმალურად ფრთხილად იყვნენ და ზედმეტად არ გავიდნენ ქუჩაში", - განაცხადა მერმა.

























