ბათუმის მერია - ბათუმის მთავარი ნაძვის ხე უკვე შეირჩა, ამჯერად გამოკითხვა მიმდინარეობს იმ შემსრულებლის შესარჩევად, რომელიც საახალწლო კონცერტს გამართავს

ბათუმის მთავარი ნაძვის ხე უკვე შეირჩა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამჯერად გამოკითხვა მიმდინარეობს იმ შემსრულებლის შესარჩევად, რომელიც ბათუმში საახალწლო კონცერტს გამართავს. გამოკითხვა ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.
სასურველი შემსრულებელი შემდეგ ჯგუფებს შორის უნდა შეირჩეს: Incognito, Al McKay’s EARTH,WIND&FIRE Experience, The Brand New Heavies, De Phazz, MF Robots. გამოკითხვა 2 სექტემბერს დასრულდება.
ხმის მისაცემად გადადით ბმულზე: https://forms.gle/C985pNgQfgEkxwRz8
























