ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 47 550 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 450 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 47 550 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 450 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 47 550 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 450 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს.

„მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 1954 ტანკს, 4294 ჯავშანმანქანას, 1079 საარტილერიო სისტემას, 282 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 151 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 234 თვითმფრინავს, 204 ვერტმფრენს, 3217 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 847 უპილოტო საფრენ აპარატს, 103 ერთეულ სპეცტექნიკას, 196 ფრთოსან რაკეტას“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.