პოლონეთის პრემიერმა ემანუელ მაკრონს უკრაინისთვის იარაღის გადაუდებლად მიწოდება სთხოვა

პოლონეთის პრემიერმა ემანუელ მაკრონს უკრაინისთვის იარაღის გადაუდებლად მიწოდება სთხოვა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრს მატეუშ მორავეცკისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. საუბრის დიდი ნაწილი უკრაინის თემას დაეთმო. მორავეცკის განცხადებით, მან საფრანგეთის პირველ პირს უკრაინისთვის იარაღის გადაუდებლად მიწოდება სთხოვა. ლიდერებს შორის მოლაპარაკებები საფრანგეთის დედაქალაქში გაიმართა.

„ჩვენი შეხვედრის დიდი ნაწილი უკრაინაში არსებულ ვითარებას დაეთმო. ვისაუბრე იმაზე, რასაც ვხედავთ ჩვენი მხრიდან და ასევე ვთხოვე საფრანგეთის პრეზიდენტს უკრაინისთვის იარაღის გადაუდებელი მიწოდება და მისთვის ფინანსური მხარდაჭერის გაძლიერება. როგორც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ქვეყანას, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება, უნდა ჰქონდეს მოკავშირეების იმედი“,- განაცხადა მორავეცკიმ ბრიფინგზე.