მიკოლაევის ოლქში ოკუპანტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 24 კი დაშავდა

მიკოლაევის ოლქში ოკუპანტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 24 კი დაშავდა

მიკოლაევის ოლქში ოკუპანტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა და 24 - დაშავდა. ამის შესახებ მიკოლაევის სამხედრო ადმინისტრაციული ხელმძღვანელი ვიტალი კიმი აცხადებს.

მისივე ინფორმაციით, ოკუპანტები საცხოვრებელ კვარტლებს ბომბავენ.

„ოკუპანტები საცხოვრებელ სახლებს ბომბავენ, არიან დაღუპულები", - განაცხადა ვიტალი კიმმა.

მან ადგილობრივებს მოუწოდა თავშესაფრებში დარჩნენ.