ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 47 100 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 250 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 47 100 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 350 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.
მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს.
„მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 1947 ტანკს, 4269 ჯავშანმანქანას, 1060 საარტილერიო სისტემას, 279 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 149 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 234 თვითმფრინავს, 203 ვერტმფრენს, 3188 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 828 უპილოტო საფრენ აპარატს, 101 ერთეულ სპეცტექნიკას, 196 ფრთოსან რაკეტას“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























