ინდიანაპოლისში სასტუმროსთან მომხდარი სროლისას სამი ჰოლანდიელი სამხედრო დაიჭრა

ინდიანაპოლისში სასტუმროსთან მომხდარი სროლისას სამი ჰოლანდიელი სამხედრო დაიჭრა

აშშ-ში, ქალაქ ინდიანაპოლისში, სასტუმროსთან მომხდარი სროლის შედეგად, სამი ჰოლანდიელი სამხედრო დაიჭრა.

ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთი ჯარისკაცი კრიტიკულ მდგომარეობაშია, დანარჩენი ორი კი გონზეა, ხოლო ინდიანაპოლისის პოლიცია კი აცხადებს, რომ ორი ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მესამე სამხედრო კი სტაბილურად გრძნობს თავს.

როგორც ნიდერლანდების თავდაცვის უწყება აცხადებს, სამი ჯარისკაცი აშშ-ს ინდიანას შტატში წვრთნებისთვის იმყოფებოდა და თავისუფალ დროს საკუთარი სასტუმროს წინ იმყოფებოდნენ, როდესაც სროლა მოხდა.

ინდიანაპოლისის პოლიცია მომხდარზე გამოძიებას ატარებს. ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.